თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სპორტულ ტირში იასპარეზეს
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სპორტულ ტირში ამხანაგური შეჯიბრი გამართეს.
მათივე თქმით, შეჯიბრში უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ოცამდე სტუდენტი მონაწილეობდა.

"ასპარეზობა პნევმატური თოფებიდან, 10-მეტრიან დისტანციაზე ჩატარდა. ამხანაგურ შეჯიბრში უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ოცამდე სტუდენტი მონაწილეობდა. მოასპარეზეებს შორის პირველი ადგილი, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტიის სტუდენტმა, გიორგი გურგენაშვილმა დაიკავა. მეორე ადგილზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, დავით მამაგულაშვილი გავიდა. მესამე ადგილი კი, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს, ელდარ ჯოხარიძეს ხვდა წილად,"-აცხადებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, შეჯიბრი სტუდენტური თვითმმართველობისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.


| Print |
FaceBook Twitter Google