ახმეტაში ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის?“ ფინალური შეხვედრა გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ინტელექტუალური თამაშის "რა, სად, როდის?" წლის ფინალური, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
კულტურის სახლის განმარტებით, ფინალში მონაწილეობა მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის 6-მა სკოლამ - ახმეტის პირველი საჯარო სკოლა "1121";  ახმეტის მეორე საჯარო სკოლა "ინდიგო"; აწყურის საჯარო სკოლა "ასტეროიდი"; ქვ. ალვანის საჯარო სკოლა "ალვანელები"; ზემო ალვანის საჯარო სკოლა "თუშები და ჯოყოლოს საჯარო სკოლა "ჯოყოლო".

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - ქ. ახმეტის #2 საჯარო სკოლა " ინდიგო"
II ადგილი - ზემო ალვანის საჯარო სკოლა "თუშები"
III ადგილი - ქ. ახმეტის #1 საჯარო სკოლა "1121"

გამარჯვებულებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზურაბ ფილაშვილმა "ბიბლუსის" 500 (I ადგილი), 300 (II ადგილი) და 100 (III ადგილი, წლის საუკეთესო მოაზროვნე) ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო მოაზროვნედ ჯოყოლოს საჯარო სკოლის მოსწავლე ლეეჩი ბაღაკაშვილი გახდა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / რსრ /