ყვარელში მომხდარ ინცინდენტში ბრალდებულები გურჯაანის სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცის მიმართ 24 ივნისს ჩადენილი ცემის, არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნეს. მათგან ერთ ბრალდებულს 6 წლით, ხოლო მეორეს, არასრულწლოვანს - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


პროკურატურის განცხადებით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა და ასევე, ერთმა არასრულწლოვანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რის შემდეგაც მას თანხა გასტაცეს. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას, რაც მობილური ტელეფონით გადაიღეს და ვიდეოს გავრცელების მუქარით, ბრალდებულებმა დაზარალებულს რამდენიმე დღის ვადაში თანხის გადაცემა მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელება), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო) წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს - 6 წლით, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულს - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების შეუფარდა,“ - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა,
სეროტიპი გამოვლინდა.
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი გამოვლინდა.
15:13 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების
მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
14:19 / 24.04.2024
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო
საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
12:07 / 24.04.2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი,
რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
13:46 / 23.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.