შშმ პირები ლაგოდეხში პარაოლიმპიური სპორტის სახეობას ეუფლებიან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები პარაოლიმპიური სპორტის სახეობას - „ბოჩა“-ს ეუფლებიან. შშმ პირებს, საქართველოს ბოჩას ფედერაციის გენერალური მდივანი და მთავარი მწვრთნელი, თინათინ რევაზიშვილი ავარჯიშებს. პროექტი, კახეთის რეგიონში, პირველად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ხორციელდება.

„„ბოჩა“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს და ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. სწორედ ამ უნარების გაუმჯობესების მიზნით, მერიის, შშმ პირთა უფლებების დაცვის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაიგეგმა, ლაგოდეხში, სპორტის ამ სახეობას ჩაეყაროს საფუძველი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირება და მათზე მორგებული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია“, - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.


მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზანია აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარება და ლაგოდეხელი შშმ პირების, სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

მთივე ცნობით, პირველი საჩვენებელი თამაში, 23 დეკემბერს გაიმართება.
| Print |
FaceBook Twitter Google