გაზის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, დაგეგმილია ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის  რეკონსტრუქცია, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს.
მათივე თქმით, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება, თელავის მუნიციპალიტეტს და შემდეგ სოფლებს: გულგულას, ყარაჯალას, რუისპირს, ახატელს, იყალთოს, ნაფარეულს, ლაფანყურს, ვარდისუბანს, სანიორეს, არტანასა და ჯუღაანს.

"ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს,"-აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.




| Print |
FaceBook Twitter Google