თელავში საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალური თამაშები დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სპორტის შვიდ სახეობაში: მინი ფეხბურთში, კალათბურთში, გეზრბენში, ბადმინტონში, ხელბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალური თამაშები დასრულდა.
მათივე თქმით, რეგიონულ ეტაპზე თელავის მუნიციპალიტეტეტის შემდეგი საჯარო სკოლები გადავიდნენ.

• მინი ფეხბურთი (გოგონები) - სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა;
• მინი ფეხბურთი (ვაჟები) სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა;
• კალათბურთი 3X3 (გოგონები) თელავის #1 საჯარო სკოლა;
• კალათბურთი 3X3 (ვაჟები) თელავის #1 საჯარო სკოლა;
• გეზრბენი (გოგონები) სოფელ კონდოლის საჯარო სკოლა;
• გეზრბენი (ვაჟები) სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა;
• მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები) თელავის #9 საჯარო სკოლა;
• ბადმინტონი (გოგონები) თელავის #4 საჯარო სკოლა;
• ბადმინტონი (ვაჟები) თელავის #4 საჯარო სკოლა;
• ფრენბურთი (გოგონები) სოფელ ყარაჯლის საჯარო სკოლა;
• ფრენბურთი (ვაჟები) თელავის #9 საჯარო სკოლა;
• ხელბურთი (გოგონები) წინანდლის საჯარო სკოლა;
• ხელბურთი (ვაჟები) ვარდისუბნის საჯარო სკოლა;

ცნობისთვის, ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში" თელავის მუნიციპალოტეტის საჯარო სკოლებიდან ჯამში, 650 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც
2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება.




















| Print |
FaceBook Twitter Google