სოფელ ბუშეტში შიდა საუბნო გზა მოეწყობა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, სოფელ ბუშეტში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
მათივე თქმით, 300 მეტრზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

„სოფელ ბუშეტში დაწყებულია შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, დაიგება ასფალტის ახალი საფარი 300 მ. სიგრძის მონაკვეთზე და ამასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხი,“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის ბიუჯეტი 188 880 ლარია და აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია შპს ,,ფარაონი“ ასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბუშეტი / სოფელი /