გურჯაანის საშობაო კონცერტის განრიგი
გურჯააანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანში 7 იანვარს დაგეგმილი კონცერტის განრიგი ცნობილია.
მათივე თქმით, ღონიძიება ნონეშვილის ცენტრალური ქუჩიდან 14:00 საათზე დაიწყება.

როგორც განრიგში ჩანს, აქტივობები ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი.

• 14:00-19:00 საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
• 14:00 – 19:00 საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის პაპა და საჩუქრები
• 15:00 – 17:00 ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთან
• 14:00-14:30 თოჯინების თეატრი "ჟოზე"
• 15:00 – 16:00 საბავშვო კონცერტი - "მეკო სტუდია"
• 16:00 - 17:00 ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
• 17:00 - 19:30 თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები
• 19:30 - საზეიმო ფოიერვერკი



| Print |
FaceBook Twitter Google