„კოკა-კოლას“ ჯადოსნური ქარავანი საახალწლო განწყობას საქართველოს ყველა ქალაქში მიიტანს
წელს,"კოკა-კოლას" განახლებული ჯადოსნური ქარავანი 19 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, სტარტს დასავლეთ საქართველოდან აიღებს და ჯადოსნურ განწყობას საქართველოს ყველა ქალაქში მიიტანს.
წლევანდელი საახალწლო კამპანიის გზავნილია:  „მოგონებები აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს მაშინაც, თუ კი ეს შეუძლებელია: საახალწლო განწყობა ყველასთან მოვა."

კომპანიის განცხადებით, ეს კამპანია კიდევ ერთხელ გვახსენებს სადღესასწაულო ტრადიციების მნიშვნელობას ჩვენი ოჯახების, მთლიანად საზოგადოების გასაერთიანებლად.

ტური შედგება შემდეგი ქალაქებისგან:

•განმუხური
• ზუგდიდი
• ფოთი
• ბათუმი
• ქობულეთი
• ოზურგეთი
• ლანჩხუთი
• ქუთაისი
• სამტრედია
• ზესტაფონი
• ხაშური
• ქარელი
• გორი
• გურჯაანი
• თელავი
• რუსთავი
• თბილისი

"ამ კამპანიას ჩვენ ვუძღვნით ოჯახებს, მეგობრებს, ჩვენს წარსულსა და აწმყოს, ასევე იმ საერთო მოგონებებს, ტრადიციებს, რომელიც უხილავი ძაფებით აკავშირებს ოჯახის სხვადასხვა თაობას ახალი წლის სუფრასთან", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, "კოკა-კოლას" საშობაო ტური ყველაზე გამორჩეული, კეთილი და ზღაპრული მოვლენაა, გვახსენებს და გვაბრუნებს იქ, სადაც ნანატრი ოცნებები სრულდება და ზღაპრების მსგავსად ნამდვილ ამბებში სიკეთე იმარჯვებს.

| Print |
FaceBook Twitter Google