აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნისლიანი და ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 21 დეკემბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი.
მათივე თქმით, ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1 გრადუსიდან +6 გრადუსამდე დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11 გრადუსიდან +16 გრადუსამდე მოიმატებს და ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 21 დეკემბერს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /