თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის მშენებლობა გრძელდება
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 18 კმ-იანი (კმ36-კმ54) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული საფარის განახლება, შესაბამისი საგზაო ნიშნების და გზის კუთვნილებების მოწყობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილების პირობები

აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 7764495,58 ლარს შეადგენს
| Print |
FaceBook Twitter Google