კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ მებრძოლების კიდევ ერთი წარმატება

თბილისში კლუბებს შორის ჩატარებულ კიკბოქსის ჩემპიონატში, თბილისის კიკბოქსის კლუბ „მგლების“ გურჯაანელი მებრძოლებიც იღებდნენ მონაწილეობას. მწვრთნელის, გიორგი ელიკაშვილის ინფორმაციით, რვა მებრძოლიდან რვავემ პირველი ადგილი აიღო.



„ქალაქ თბილისში ჩატარდა კლუბებს შორის ჩემპიონატი. შეჯიბრში ჩვენი კლუბის რვა მებრძოლიდან რვავემ პირველი ადგილი აიღო. ერთი ბრძოლა ფრედ დავასრულეთ,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი ელიკაშვილი.

მისივე თქმით, ჩემპიონატის გამარჯვებული სპორტსმენები არიან: თემურ შავლიაშვილი, საბა ჩაფიძე, ლაზარე სეისიანი, ალექსანდრე ხეჩოშვილი, ნიკა სიბაშვილი, შაკო სონღულაშვილი, გიორგი ბურდიაშვილი და ოთო ელიკაშვილი.

 

| Print |
FaceBook Twitter Google