თელავში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა თელავში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

speqtri.ge-ს ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა, 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
| Print |
FaceBook Twitter Google