გურჯაანში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo]
ქალაქ გურჯაანში მთავარი ნაძვის ხე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, შვილთან ერთად, საზეიმოდ აანთო. ღონისძიებაზე მერმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

" დღეს საზეიმოდ ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე, რითიც დაიწყო საახალწლო ღონისძიებები ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენს გურჯაანელებს კიდევ არაერთ დასამახსოვრებელ საახალწლო ღონისძიებას ვპირდებით.

მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. 2023 წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, წინსვლის და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის." - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

საღამოს მუსიკალურად "ლეკო სტუდია" აფორმებდა.

ღონისძიება გრანდიოზული ფოერვერკით გაგრძელდა და კაბუს და A.K. Family კონცერტით დასრულდა.





















| Print |
FaceBook Twitter Google