ავარიას სიღნაღის მერიის თანამშრომელი ემსხვერპლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში,ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, შუახნის  ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით,  მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილის ერთი მგზავრი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შედარებით მძიმეა ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა,ის საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google