თელავში 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს
თელავში,ალაზნის ქუჩაზე 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ფაქტი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
მეზობლების თქმით, ქალი ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. გარდაცვლილი აბაზანაში ახლობელმა ნახა.

წინასწარი ვერსიით, ქალი გაზით გაიგუდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.




| Print |
FaceBook Twitter Google