ოთხი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი - კლუბ "მგლების" კიკბოქსიორების კიდევ ერთი წარმატება
თბილისის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" მებრძოლებმა მორიგ წარმატებას კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე მიაღწიეს. კლუბის გურჯაანელმა მებრძოლებმა ამჯერად 4 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

" დიდ საერთაშორისო ტურნირზე ვიმყოფებოდით 28-29 იანვარს. სპორტსმენები მონაწილეობდნენ საქართველოს მრავალი კუთხიდან. ბიჭებმა საკმაოდ კარგად იასპარეზეს საერთაშორისო ტურნირზე და წარმატებასაც მიაღწიეს. პირველი ადგილები დაიკავეს საბა ჩაფიძემ, ნიკა სიბაშვილმა, თემური შავლიაშვილმა და ლაზარე სეისიანმა. შაკო სონღულაშვილი კი მეორე ადგილის მფლობელი გახდა," - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში კლუბის მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი.

მისივე თქმით, თბილისის კიკბოქსინგის კლუბ მგლების მებრძოლები უახლოეს მომავალში კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სომხეთში 18 და 19 თებერვალს გაიმართება, რათა კლუბის მებრძოლებმა მოიპოვონ საერთაშორისო ლიცენზია მომავალში ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად.
| Print |
FaceBook Twitter Google