გურჯაანის თეატრალური სტუდია მიღებას აცხადებს
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ინფორმაციით, კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა სამოყვარულო თეატრ-სტუდია მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
მათივე თქმით, სტუდიაში ბავშვები 10-დან 14 წლის ჩათვლით დაიშვებიან და დაეუფლებიან მსახიობის ოსტატობას, სასცენო მეტყველებას და უნარ-ჩვევებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სწავლას სრულიად უფასოდ შეძლებენ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ რეჟისორ დავით ნაცვალაშვილს: 595- 40-80-13, 593-26-71-86.

ცნობისთვის, მოსწავლეთა მიღება 7 თებერვალს 16:00 სთ-ზე დაიწყება.


| Print |
FaceBook Twitter Google