ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი თელაველი ბელა ხოტენაშვილი გახდა
თელაველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონის ტიტული წელს უკვე მეოთხედ მოიპოვა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ის უკვე იყო საქართველოს ჩემპიონი: 2012, 2017 და 2022 წლებში.


II ადგილი დაიკავა – ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო III – მერი არაბიძემ.

ლელამ ჩატარებული 9 შეხვედრიდან 7-ში გაიმარჯვა და მხოლოდ 2 პარტია დაასრულა ყაიმით.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა, ასევე პირველ სამეულში გასული მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდენენ.




ფედერაციის ცნობით, საბოლოო სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

ბელა ხოტენაშვილი(2485) – 8 ქულა;
ლელა ჯავახიშვილი(2440) – 7 ქულა;
მერი არაბიძე (2427) – 7 ქულა;
ნინო ბაციაშვილი (2493) – 6,5 ქულა;
ელენე წოწონავა (1955) – 5 ქულა;
ნია დონღვანი (2030) – 3,5 ქულა;
ანასტასია კირთაძე (2002) – 2,5 ქულა;
თამარ ესაძე (1981) – 2,5 ქულა;
ლულუ დიასამიძე (1541) – 1,5 ქულა;
მარიამ ცეცხლაძე (1747) – 1,5 ქულა;

მეცხრე ტურის შეხვედრები:

მარიამ ცეცხლაძე ½ : ½ ლულუ დიასამიძე

ნია დონღვანი 0 : 1 მერი არაბიძე

ლელა ჯავახიშვილი ½ : ½ ანასტასია კირთაძე

თამარ ესაძე 0 :1 ბელა ხოტენაშვილი

ელენე წოწონავა ½ : ½ ნინო ბაციაშვილი


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჭადრაკი /