წნორში კულტურისა და დასვენების პარკის მშენებლობა მალე დასრულდება
ქალაქ წნორში, კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა, რომელიც ევდოშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, დასკვნით ეტაპზეა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით აშენდა ამფითეატრი, შადრევანი, საბავშვო გასართობი მოედნები, მოეწყო გარე განათების და წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

„აქტიურად მიმდინარეობს 1 ჰა- ზე გაშენებული სარეკრეაციო ზონის გამწვანების სამუშაოები.
პროექტის მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკური საქმიანობით ყველაზე აქტიურ ქალაქ წნორში, ადგილმდებარეობისა და ადამიანური რესურსების გამოყენებით, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემოს შექმნა.“ - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 997 156 ლარს შეადგენს.











| Print |
FaceBook Twitter Google