2 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ მუცლის შებერილობითა და დამწვრობით
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში შეიყვანეს, თბილისში გადაიყვანეს.
როგორც “ჯეო ჰოსპიტალსის” გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო
ცენტრის დირექტორმა, გელა ორველაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში
აღნიშნა, ბავშვს აღენიშნებოდა ანემიაც.
“ბავშვი შემოიყვანეს მუცლის ტკივილითა და შებერილობით. აღენიშნებოდა
დამწვრობა. ამასთანავე ჰქონდა ანემია. ბავშვის მდგომარეობა იყო
საყურადღებო და გუშინვე გადავიყვანეთ თბილისის ჯეოჰოსპიტალსში,“ -
აღნიშნა გელა ორველაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები