გურჯაანში 67 მედალოსანი მოსწავლე დააჯილდოეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ის მოსწავლეები დააჯილდოეს, რომლებმაც საჯარო სკოლა 2020-2021 წელს წარმატებით დაასრულეს. მერიის ინფორმაციით, 67 მოსწავლიდან 61 ოქროს მედალოსანია და 6- ვერცხლის მედალოსანი.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2020-2021 წელს საჯარო სკოლა წარმატებით 67-მა მოსწავლემ დაასრულა, საიდანაც 61 ოქროს და 6 ვერცხლის მედალოსანია. აღსანიშნავია, რომ გურჯაანი წარჩინებული კურსდამთავრებულების რაოდენობით კახეთში ლიდერია. მედალოსნებს სპეციალური სერთიფიკატები და ჯილდოები საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა , გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა გადასცეს,“ - აცხადებენ მერიაში.

დაჯილდოების ღონისძიება გუშინ, გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართა.










| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მედალოსნები /