გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 თებერვალს
საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
მათივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში
+17-დან +22 გრადუსამდე მოიმატებს.
აღსანიშნავია, რომ 1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე
მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ქარი ხოლო ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით
დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27-28 თებერვალს და 1 მარტს უნალექო
ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება,
ხოლი 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები