ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაგოდეხელი მოჭადრაკე,
სოფია ლიმარი, მაისში, საქართველოს სახელით, ალბანეთში დაგეგმილ
ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
მათივე თქმით, ევროპის საგზური,
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში
მცხოვრებმა 7 წლის სოფიამ, საქართველოში გამართულ, ჭადრაკის
სასკოლო ჩემპიონატზე, მეორე საპრიზო ადგილის მოპოვებით
დაიმსახურა.
„გამარჯვებული სპორტსმენი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში
ცხოვრობს და ის ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №3 საჯარო
სკოლის პირველკლასელია. სოფია ლიმარი და მისი მწვრთნელი, მერიისაგან,
წარმატებულ სპორტსმენთა წამახალისებელ ფულად ჯილდოს მიიღებენ,“ -
აცხადებენ მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები