გურჯაანში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე, ბაზის ბანკის წინ მერსედესის მარკის ავტომობილს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. როგორც მძღოლი ამბობს, ავტომანქანა ტექნიკურად გამართული იყო და აალების მიზეზი მისთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამწვარი ავტომობილი ამ დროისთვის ევაკუატორით გადააქვთ.







| Print |
FaceBook Twitter Google