კომიტეტის სხდომიდან დეპუტატების ნაწილი გამოაძევეს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს, მათ შორის, გიორგი ვაშაძეს, გიორგი ბოტკოველს და ლევან ხაბეიშვილს სხდომა დაატოვებინეს. - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით netgazeti.ge აქვეყნებს.

ამის წინაპირობა იყო ის, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მანამდე უკვე გააფრთხილა და წესრიგისკენ მოუწოდა დეპუტატებს: ანა წითლიძეს, სალომე სამადაშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ხათუნა სამნიძეს, გიორგი ვაშაძეს და სვებს, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომელიც სინამდვილეში რუსული კანონის ანალოგია და ის საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა.



ფოტო: netgazeti.ge



| Print |
FaceBook Twitter Google