იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს ე.წ. აგენტების კანონს განიხილავენ, მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და ჟურნალისტებს კომიტეტის დარბაზთან მისვლის საშუალება არ ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომელიც სინამდვილეში რუსული კანონის ანალოგია და ის საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.


ცნობისთვის სამ მარტს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა.


| Print |
FaceBook Twitter Google