საქართველოში სითბოს ფონზე მცირე ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.
მათივე თქმით, 13მარტამდე ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19-დან +24 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20-დან +22 გრადუსამდე დაფიქსირდება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /