მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება - ენერგეტიკის მინისტრი
“REUTERS”-ის ინფორმაციით, მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება და Gazprom-სგან ბუნებრივ აირს აღარ იღებს.

მისივე თქმით, დეკემბრიდან რუსულ გაზს მხოლოდ ქვეყნის სეპარატისტული რეგიონი იღებს. საუბარია დნესტრისპირეთზე, რომელმაც დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა. რეგიონი მოლდოვის აღმოსავლეთ ფლანგზე, მდინარე დნესტრსა და უკრაინის საზღვარს შორის მდებარეობს და იქ რუსი სამხედროები არიან განლაგებული.

„ყოფილი საბჭოთა მოლდოვა აღარ იღებს რუსულ გაზს და აღარ მოითმენს გაზის გიგანტის „გაზპრომის“ მიერ დაწესებულ „შანტაჟს“ მიწოდების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. დნესტრისპირეთი არც ადრე არ იხდიდა გაზის გადასახადს და არც ახლა იხდის, მაგრამ როცა საქმე დანარჩენი მოლდოვის გაზმომარაგებას ეხებოდა, რუსული კომპანია მიმართავდა შანტაჟის ხერხს.“-განაცხადა ვიქტორ პარლიკოვმა ტელეკომპანია TV8-თან საუბრისას.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვაში ენერგეტიკული კრიზისი შეიქმნა.


 


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მოლდოვა /