თელავის უნივერსიტეტის რექტორი იაპონელ ქართველოლოგს შეხვდა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა და იაპონელი პროფესორი, ქართველოლოგი და ირანისტი, ჰიროტაკე მაედა ერთმანეთს შეხვედნენ და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტოკიოს უნივერსიტეტის ქართველოლოგ პროფესორთან ითანამშრომლებს.

იაპონელმა მკვლევარმა რექტორს, ის ახალი მასალები გააცნო, რომლებიც ირანში სეფიანთა დინასტიის მმართველობის ეპოქის შესწავლის პროცესში, კავკასიური წარმოშობის მოღვაწეების შესახებ მოიპოვა და საჩუქრად გადასცა მისივე ავტორობით გამოცემული წიგნი, ,,ქართველები სეფიანთა ირანში".

,,დიდი ინტერესით გავეცანით ყველა სიახლეს, რაც იაპონელი პროფესორის კვლევებშია ქართველი მოღვაწეების შესახებ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, მისი დაინტერესება ქართული ენითა და ჩვენი უნივერსიტეტით. სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებზე ვისაუბრეთ, რაც ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იქნება"- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ჭკადუამ.

ცნობისთვის, იაპონელი პროფესორი, ჰიროტაკე მაედა საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / თესაუ /