დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი - პეტიცია
დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი - ამ მოთხოვნით manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა.

პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის ჩვენთვის უმინიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში.

"რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები.“ - ეს დავით კაჭარავას სიტყვებია, რომელიც მან 2021 წლის შემოდგომაზე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევისას წარმოთქვა. ამ დროს იგი უკვე იყო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.

მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ. მისი ინიციატორი არის ”ხალხის ძალა“, რომლის ერთ-ერთი წევრი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არის მორაგბე, ცენტურიონი, დავით კაჭარავა. მან ხმა მისცა კანონპროექტს პირველ მოსმენაზე, ხოლო მეორე მოსმენაზე, რომელიც მასობრივი გამოსვლების, საზოგადოების დარბევისა და მოსახლეობასთან ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ სასწრაფოდ ჩაინიშნა, მას ხმა არ მიუცია კანონპროექტის საწინააღმდეგოდ.

ზემოთხსენებული კანონპროექტი მიზნად ისახავდა თავისუფალი აზრის ჩახშობას, ადამიანთა დასმენის, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის დაკანონებას. ეს სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას იცავს.

”კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის ჩვენთვის უმინიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში.

არ შეიძლება დავით კაჭარავა, როგორც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
არ დაგვვიწყებია ის გულისწყვეტა, სირცხვილის, უხერხულობისა და იმედგაცრუების შეგრძნება, როცა რაგბიდან მისი წასვლით გულნატკენებმა სპორტსმენი მეორე დღესვე ”ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ვნახეთ.
რაგბი არის საქართველოს, მისი მოქალაქეების საკუთრება, ჩვენი საამაყო სპორტი. ის იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლის უმეტესობაც უარს ამბობს რუსულ კანონზე და გეზი აქვს აღებული ევროპისკენ, ამიტომ ამ ეროვნული სპორტის ბედის განმსაზღვრელი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც როგორც პარლამენტარი, საპირისპიროს აკეთებს.
საქართველოს რაგბის კავშირის გაცხადებული მიზანია ევროპულ და მსოფლიო ტურნირებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება, რაც თავის თავში სრულიად გამორიცხავს ანტიევროპული ნაბიჯების გადადგმას.
გულშემატკივრების სახელები და გვარები მორაგბეებს სათამაშო ფორმაზე აწერიათ და ეს არის ყველაზე დიდი კავშირი, რომელიც მოთამაშესა და გულშემატკივარს შორის შეიძლება არსებობდეს. ჩვენ, ჩვენი ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებით და თითოეული მორაგბით ამაყები, ყველგან და ყოველთვის მორაგბეების გვერდით ვართ და პირნათლად ვასრულებთ მე-16 მოთამაშის როლს, რის გარეშეც მიუღწეველია ნებისმიერი მცირე გამარჯვებაც კი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რაგბის კავშირი სახელმწიფო ინსტიტუციაა და გადასახადის გადამხდელთა ფინანსური მხარდაჭერით არსებობს, ჩვენ ვთვლით, რომ დავით კაჭარავამ არ შეასრულა თავისი სიტყვა, რის გამოც, მოვითხოვოთ, მან გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს.“- აღნიშნულია პეტიციაში.

შეგახსენებთ, რომ დავით კაჭარავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, რომელიც "ქართული ოცნების" რიგების დატოვების შემდეგ, "ხალხის ძალას" წრმოადგენს. სწორედ აღნიშნული პარტია იყო ე.წ. აგენტების კანონის ინიციატორი, რომელიც პარლამენტმა, მასობრივი გამოსვლებისა და პროტესტის შემდეგ, მეორე მოსმენით ჩააგდო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე
გიორგი ამილახვარი დაინიშნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა.
14:19 / 20.03.2023
ახალქალაქში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე
თბილისის კიკბოქსინგის კლუბ
ახალქალაქში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე თბილისის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ხუთი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
14:01 / 20.03.2023
დღეს დილით ბარჯისხევთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული
მამა-შვილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში არიან გადაყვანილი. როგორც
სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გელა ორველაშვილი speqtri.ge-სთან
ამბობს, 7 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დღეს დილით ბარჯისხევთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამა-შვილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში არიან გადაყვანილი. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გელა ორველაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, 7 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
10:26 / 20.03.2023
რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის
მუნიციპალიტეტში,
რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, "ბარჯისხევთან".
09:08 / 20.03.2023
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, თელავში, ერეკლე II-ის გამზირი, №16-ში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით
11:19 / 13-02-2023
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კაჭრეთში. კოლეჯ "აისის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა 60 წლამდე ასაკის ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა.
14:01 / 31-01-2023
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, რომელიც ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.
09:50 / 20-01-2023
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით. გურჯაანში ასეთი 21 შენობა გამოვლინდა.
17:09 / 27-02-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომრაციით, ქალაქ გურჯაანში სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება.
16:00 / 22-02-2023
სხვა ამბები
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ წუთებში ავრცელებს.
00:01 / 08-03-2023
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
20:38 / 07-03-2023
2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და პირობები განისაზღვრა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
10:47 / 01-03-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. დღეიდან საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სააგიტაციო მასალის გასაკრავი ადგილები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა.
16:09 / 28-02-2023
შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩატარდება, 60 დღე დარჩა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
15:11 / 28-02-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 თებერვალს ახმეტაში, ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზში, 2008-2010 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა.
12:22 / 10-02-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 16 °C
img
საგარეჯო 8 / 14 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 7 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 16 °C
img
თელავი 9 / 14 °C
img
ახმეტა 8 / 15 °C
img
კალენდარი
«« მარტი 2023 »»
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.