საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
მათივე თქმით, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.


რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /