კლუბ „მგლების“ კიდევ ერთი წარმატება
ახალქალაქში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე თბილისის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ხუთი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი შედეგით კმაყოფილია და ამბობს, რომ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

"ვიმყოფებოდით ახალქალაქში საერთაშორისო ტურნირზე. ჩემპიონატის ქამრებზე იბრძოლეს ჩვენი კლუბის საუკეთესო მებრძოლებმა. მოწვეული სტუმრები იყვნენ ირანიდან და აზერბაიჯანიდან. მებრძოლებმა ქამრები ღირსეულად დაიცვეს. შედეგებით კმაყოფილი ვარ. ხუთი მებრძოლიდან სამმა ქამარი და ჩემპიონატის თასი მოიპოვა, ერთმაც - მეორე ადგილი. პირველი ადგილი დაიკავეს საბა ჩაფიძემ, თემურ შავლიაშვილმა, ლაზარე სეისიანმა და გიორგი ბურდიაშვილმა. ნიკა სიბაშვილი მეორე ადგილის მფლობელი გახდა,"- ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი ელიკაშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google