გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადაეცათ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ უტიაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით ტანსაცმელი გადაეცათ.
მისივე თქმით, სოფელ ზეგაანში მცხოვრებ - ნატო ზირაქაშვილის და ირაკლი სირბილაშვილის მრავალშვილიან ოჯახებს თანამშრომლებთან ერთად საჩუქრები პირადად გადასცა.

ცნობისთვის, აღნიშნული სოციალური კამპანიის ფარგლებში, ტანსაცმელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google