გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან 2 აპრილამდე
საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი
გაუარესება.
მათივე თქმით, 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის
უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია
მოსალოდნელი, ხოლო ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს
მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების
ფორმირება - გააქტიურება გამოიწვიოს. ასევე - შენობების სახურავები,
ელექტროგადმცემი ხაზები, ხეები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები
დაზიანდააზიანოს.
ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს
ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე,“ - განმარტავენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, 30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის
ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და
ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1
აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა
მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა
აღინიშნოს.
მასალის გამოყენების პირობები