თელავში 20-მდე გადამზადებული პედაგოგი სკოლებში მედიაწიგნიერებას შეასწავლის
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში ComCom-ის მიერ გადამზადებული 20-მდე პედაგოგი თელავის სკოლებში მედიაწიგნიერებას შეასწავლის.

ისინი მე-10 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან. საგნის არჩევის შემთხვევაში, მოზარდები მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან.


კომუნიკაციების კომისიის ცნობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს მიზნად.



| Print |
FaceBook Twitter Google