თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას უცხოეთში გააგრძელებენ
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან 8 სტუდენტი სწავლას უცხოეთში გააგრძელებს.

მათ ,,ერასმუს+“ და „შვედური ინსტიტუტის“ გაცვლითი პროგრამების კონკურსში გაიმარჯვეს, რის შედეგადაც ჩეხეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებში ისწავლიან.

„კონკურსის შედეგების მიხედვით, 2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან, ჩეხეთში, ბრნოს უნივერსიტეტში, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, ბექა ბოჭორიშვილი, ნანა გიორგელაშვილი ლევან ჩარხოშვილი და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები,, სოფიკო ალხანაიძე, ნინო არსენაშვილი და ნინო სოსებაშვილი ისწავლიან. რუმინეთში, კლუჯ ნაბოკას უნივერსიტეტში, კი, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი სტუდენტი, მარიამ ბეჟუაშვილი და გიორგი ცხოვრებაძე გაემგზავრება,“ - აღნიშნავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, ,,ერასმუს+“ და „შვედური ინსტიტუტის“-ის კონკურსი სტუდენტებისათვის, გაცვლით პროგრამებზე, 17 მარტიდან დაიწყო. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა და 30 მარტს დასრულდა.








| Print |
FaceBook Twitter Google