საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
მათივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში - მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში კი - თოვლის ზვავების ფორმირება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /