დედოფლისწყაროს სოფელ ქვემო ქედში მინი სპორტული მოედანი მოეწყო
დედოფლისწყაროს მერიის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში, ახალი მინი სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.
„კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა სოფელ ქვემო ქედში, ახალი სპორტული მოედანი მოინახულეს და ადგილობრივ ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, სპორტული მოედნისა და ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამურად 116 761 ლარი შეადგინა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მოედანი / სპორტი /