საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა. მერიის ინფორმაციით, სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 13 აპრილს მომხდარი ძლიერი სტიქიის (ჭარბი ნალექი, სეტყვა, ქარიშხალი) შედეგად, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.“ - აცხადებენ მერიაში.

მათივე განმარტებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.






1win azərbaycan
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სეტყვა /