საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილის დღის ბოლოდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
მათივე განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში - მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში კი - თოვლის ზვავების ფორმირება.

სააგენტოს ცნობით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი წვიმა, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე იქნება 2-3 ბალიანი ღელვა.
1win azərbaycan
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /