დიაბეტის მქონე ბავშვებს მკურნალობა სრულად დაუფინანსდებათ
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დიაბეტის მქონე ყველა ბავშვი დაახლოებით 30 მილიონი ლარით ფინანსდებოდა. წელს კი სერვისები გაფართოვდა და ყველაფერი სრულად დაფინანსდება. დაფინანსება ანალიზებსა და მკურნალობასაც მოიცავს.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე დაახლოებით. ვაფინანსებთ ყველა ბავშვს. ჩვენ წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, უფრო მეტიც, ყველა იმ საჭიროებისა რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლა, ამიტომ, რა თქმა უნდა მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება,“- განაცხადა პრემიერმა.


| Print |
FaceBook Twitter Google