კახეთში მამაკაცი ბებიაზე სექსუალურად ძალადობდა
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 26 წლის შვილიშვილი 77 წლის ბებიაზე სექსუალურად ძალადობდა.

საქმე მას შემდეგ გახმაურდა, როდესაც მოხუცმა  მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შვილიშვილმა ბებიაზე რამდენჯერმე იძალადა.

მათივე თქმით, შვილიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. 26 წლის კაცს კი თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
| Print |
FaceBook Twitter Google