გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 და 30 აპრილს
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი,
სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი
მატება, პატარა მდინარეებზე კი - წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან
ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება.
მასალის გამოყენების პირობები