როგორია ამომრჩევლთა აქტივობა 17 საათისთვის
დღეს გამართულ შუალედურ არჩევნებში 17 საათისთვის გურჯაანში ამომრჩეველთა აქტივობა 31.6 % იყო. თავისი არჩევანი სულ 1175-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

გურჯაანის გარდა შუალედური არჩევნები ტარდება თიანეთში, ახალციხეში, ცაგერში, თერჯოლაში, ტყიბულში, ქუთაისში, სენაკში, ხობსა და ფოთში.

მათგან ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ცაგერში 41,4% (4348 ამომრჩეველი), ხოლო ყველაზე დაბალი - ქუთაისში 16,4 % (4218 ამომრჩეველი)

დანარჩენ ქალაქებში კი ამომრჩეველთა პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

თიანეთში 30,4% (269); ახალციხეში 38% (372), თერჯოლაში 29% (9368), ტყიბულში 23% (1302), სენაკში 21.5% (8232), ხობში 29.5% (7831) და ფოთში 20.2% (8170).


ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილ დეპუტატს, არჩილ ხანდამაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს.

დღეს საკრებულოს დეპუტატს ვეჯინისა და ძირკოკის მოსახლეობა აირჩევს.
| Print |
FaceBook Twitter Google