ახმეტაში დოღი გაიმართა
ახმეტაში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ერეკლე მეორეს ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბები იღებდნენ მონაწილეობას.
შედეგები კი ასეთია:

• 2 წლიანი წმინდა ჯიშის ცხენები
სარბენი მანძილი 1200 მეტრი.
1 ადგილი რაჭა.
2 ადგილი მარნეული.
3 ადგილი ყულარის კლუბი.
• 3 წლიანი წმინდა ჯიშის ცხენები სარბენი მანძილი 1800 მეტრი
1 ადგილი ახმეტა კლუბი ჯარჯი.
2 ადგილი ახმეტა კლუბი ჯარჯი.
3 ადგილი ახმეტა.
• უფროსი ასაკის წმინდა სისხლის ცხენები სარბენი მანძილი 2000 მეტრი.
1 ადგილი ახმეტა კლუბი ჯარჯი.
2 ადგილი გურია.
3 ადგილი ახმეტა პანკისი.
• მარულა 8000 მეტრი
1 ადგილი ახმეტა პანკისი.
2 ადგილი ახმეტა.
3 ადგილი ახმეტა.

როგორც ცნობილია, დოღს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საცხენოსნო სპორტის ვეტერანები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / დოღი /