სოფელ პატარძეულში შიდა საუბნო გზის მოასფალტება დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ე. წ უსტიაანთ უბნის 1 562 გრძივი მეტრი გზის მოასფალტებისთვის მიწის ვაკისის მექანიზირებული წესით მომზადების სამუშაოები დაიწყო.
მერის, ავთანდილ გულიკაშვილის განმარტებით, უბანი მჭიდროდაა დასახლებული და იქ არასდროს არ ყოფილა ასფალტის საფარი.

„არაერთხელ მითქვამს და კვლავ განვმეორდები, ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტში მაქსიმალურდ მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნულ ლოკაციაზე, არასდროს არ ყოფილა ასფალტის საფარი. ეს გახლავთ ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანი. მოგეხსენებათ, რა რთულია ნალექიან ამინდში გადაადგილება. ამ სოფელში მთავარ პრიორიტეტად დავსახეთ გზის მოასფალტება, თუმცა მხოლოდ ამ პროექტით არ შემოვიფარგლეთ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ე. წ. ყუშიტაანთ უბნის გზის მოწყობისა და მიმდებარე ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რათა მოსახლეობას შევუქმნათ შესაბამისი პირობები.“ - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 626 437 ლარით ფინანსდება.






| Print |
FaceBook Twitter Google