თელავის უნივერსიტეტში თვითმმართველობის პირველი გაზეთი გამოიცა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ პირველი გაზეთი, "სტუდენტური მაცნე” გამოსცა.
როგორც ცნობილია, გაზეთში, პერიოდულად, უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატებები და თვითმმართველობის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიება გაშუქდება.

გაზეთის პირველ გვერდზე, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის , პოეტ გიორგი ზუბიტაშვილის, ლექსი “დედაენა" განთავსდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, “სტუდენტური მაცნეს” პრეზენტაციის შემდეგ, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტის, გიორგი ზუბიტაშვილის, პოეზიის საღამო გაიმართა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გაზეთი / თელავი /