ახმეტაში ძიუდოს დარბაზში ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახმეტაში ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის ძიუდოს დარბაზში მუნიციპალური სპორტული შეჯიბრი ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა.
მათივე თქმით, შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლა.

„სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სახის სპორტული დაბრკოლებების გადალახვაში ეჯიბრებოდნენ, სადაც გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მზაობაც გამოავლინეს.“-აცხადებენ მერიაში.

სკოლებს შორის გამარჯვებული გუნდი გახდა ზემო ალვნის N1 საჯარო სკოლა;
• მეორე ადგილი დაიკავა ქ.ახმეტის N1 საჯარო სკოლამ;
• მესამე ადგილი დაიკავა დუისის საჯარო სკოლამ;

პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასი, სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო სხვა გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და მედლები.

როგორც ცნობილია, გამარჯვებული გუნდები გაემგზავრებიან ექსკურსიაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google