გურჯაანში სარეკლამო კომპანია გამაპრინტის ბანერი დააზიანეს

გურჯაანში, დააზიანეს სარეკლამო კომპანია გამაპრინტის ბანერი, რომელიც თავისუფლების ქუჩაზეა განთავსებული.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მსგავსი ფაქტი უკვე მესამედ დაფიქსირდა, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ბანერის კონსტრუქციას მანქანა შეეჯახა, ახლა კი, მიზანმიმართულადაა დაჭრილი.

„გამაპრინტს თავისუფლების ქუჩაზე 4 ბანერი აქვს განთავსებული. წინა შემთხვევებში, ორჯერვე აფთიაქის წინ მდებარე ბანერი დააზიანეს, რის გამოც ჩვენმა კომპანიამ პოლიციას მიმართა. ერთხელ მოხერხდა დამნაშავის პოვნა, მეორედ - ვერა, ამიტომ დაზიანების აღდგენა საკუთარი ხარჯით მოგვიწია. ამჯერად კი პოლიციაში განცხადება არ დაგვიწერია, თუმცა, თუ მსგავსი ვანდალიზმი კიდევ განმეორდება, სამართალდამცავ უწყებას აუცილებლად მივმართავთ,“ - ამბობს კომპანიის დირექტორი, მარიამ კვაჭაძე.
| Print |
FaceBook Twitter Google